მუსიკა

ქართველმა პიანისტმა ავსტრიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე გრან პრი აიღო

sandro.gegechkori.10 / facebook.com

16 წლის ქართველმა პიანისტმა, სანდრო გეგეჭკორმა ავსტრიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე გრან პრი აიღო.

ვენაში გამართულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სანდრო გეგეჭკორმა გრან პრი, ორი სპეციალური პრიზი და ფულადი პრემია მიიღო.

ქართველი პიანისტი 2017 წლის 17 სექტემბერს მიწვევით ამსტერდამში, ჰოლანდიაში კონცერტს გამართავს.

კომენტარები