ქურდობა

შსს: 4 პირი ლიანდაგის ქურდობის მცდელობისთვის დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა 4 პირი ლიანდაგის ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები 1976 წელს დაბადებული შ.ფ., 1981 წელს დაბადებული თ.გ., 1983 წელს დაბადებული ლ.ა. და 1992 წელს დაბადებული ნ.ბ. არიან.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულები ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს რკინიგზის კუთვნილი 46 მეტრი სიგრძის ლიანდაგების მოპარვას ცდილობდნენ", - წერია განცხადებაში.

უწყებისვე ცნობით, ოთხივე დაკავებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები