კიბერშეტევა

Petya-ს სახელით ცნობილი გლობალური კიბერშეტევა, სავარაუდოდ საქართველოზეც გავრცელდა

Reuters

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი, Rosneft-ი, უკრაინული ბანკები, გერმანიის საფოსტო სისტემა, FedEx-ი, BNP Paribas-ი, Maersk-ი და სხვა ათობით გლობალური კომპანია და საჯარო უწყებები ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის მსხვერპლნი გახდნენ. როგორც ირკვევა, კიბერშეტევის მცდელობა საქართველოს პარლამენტზეც არსებობდა რის შესახებაც დეპუტატებს სპეციალური შეტყობინებები მიუვიდათ.

კიბერშეტევა უკრაინაში დაიწყო, მას პირობითად Petya ეწოდება. ვირუსის შედეგად კომპიუტერი სრულად იბლოკება, ბლოკის ასახსნელად კი ჰაკერების ანგარისებზე $300-ის ჩარიცხვაა საჭირო. ვირუსი თავდაპირველად ევროპაში, შემდეგ კი აშშ-სა და აზიაში გავრცელდა. 

შეტევისგან ყველაზე დიდი ზარალი დანიურ კომპანია Maersk-ს მიადგა, რადგანაც მის შედეგად გაითიშა კომპანიის ცენტრალური ელექტრონული სისტემა. არგენტინაში ვირუსმა სოიოს მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის სისტემები გათიშა, რის შედეგადაც პროდუქციის ექსპორტი შეფერხდა.

Kaspersky Labs-ის ინფორმაციით, "მკვლელი ვირუსი" შემდეგი სქემით მოქმედებს. ვირუსი ძირითადად ელექტონული ფოსტით და სოციალური ქსელებით ვრცელდება. კომპიუტერის დაიმფიცირების შემდეგ იწვევს მის სრულ დაბლოკვას, დაზარალებულებს კი ბლოკის ახსნა მხოლოდ მას შემდეგ სეუძლიატ, რაც ჰაკერებს მითითებულ ბიტკოინის ანგარიშზე $300-ს ჩაურიცხავენ. ანალიტიკოსთა შეფასებით, იმის გამო, რომ ვირუსი თავდაპირველად უკრაინაში გავრცელდა მაღალია ალბათობა რომ ის რუსეთის მიერ იყოს ორგანიზებული.

კომენტარები