კიბერშეტევა

უკრაინა სამთავრობო საიტებზე კიბერშეტევაში ბელარუს ჰაკერებს ადანაშაულებს

Reuters

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილის, სერგეი დემედიუკის თქმით, უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევა ბელარუსმა ჰაკერებმა მოაწყვეს. Reuters-თან ინტერვიუში დემიდიუკმა თქვა, რომ კიბერშეტევების დროს იმავე სახის ტექნოლოგია იყო გამოყენებული, როგორიც რუსულ სპეცსამსახურებს აქვთ.

"საიტებზე თავდასხმის საფარქვეშ უფრო დესტრუქციული ქმედებები ჩაიდინეს, რომლებიც კულისებში ხდებოდა და მათ შედეგებს უახლოეს ხანში ვიგრძნობთ". – თქვა დემედიუკმა.

დემიდიუკის თქმით, კიბერთავდამსხმელი UNC1151-ის სახელით ცნობილი დაჯგუფებაა, რომელიც ბელარუსისა და რუსეთის სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული.

"გეშინოდეთ და ელოდეთ უარესს" – 14 იანვარს უკრაინის რამდენიმე სამინისტროს ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა – ვებგვერდებზე მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე იყო გამოქვეყნებული. გარდა ამისა, შავ ფონზე გადახაზული იყო უკრაინის დროშის, გერბის, რუკისა და ღორის თავის სურათები. 

"ყველა მონაცემი განადგურებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია. თქვენს შესახებ ყველა ინფორმაცია საჯარო გახდა, გეშინოდეთ და ელოდეთ უარესს. ეს თქვენ თქვენივე წარსულისთვის, აწმყოსთვის და მომავლისთვის. ვოლინისთვის, უკრაინის ამბოხებულთა არმიისთვის, გალიციისთვის, პოლესიესთვის, ისტორიული მიწებისთვის". – ეწერა გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. 

კომენტარები