კიბერშეტევა

საგარეო: მკაცრად ვგმობთ კიბერშეტევას უკრაინის წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის სამინისტროების ვებგვერდებზე კიბერშეტევას ეხმაურება და მას გმობს.  

"მკაცრად ვგმობთ კიბერშეტევას უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ. ამ სახის ქმედებები არის ყოვლად მიუღებელი და ქმნის საფუძველს სიტუაციის შემდგომი ესკალაციისთვის. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას". - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

"გეშინოდეთ და ელოდეთ უარესს". - 14 იანვარს უკრაინის რამდენიმე სამინისტროს ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა - ვებგვერდებზე მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე იყო გამოქვეყნებული. გარდა ამისა, შავ ფონზე გადახაზული იყო უკრაინის დროშის, გერბის, რუკისა და ღორის თავის სურათები. 

"ყველა მონაცემი განადგურებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია. თქვენს შესახებ ყველა ინფორმაცია საჯარო გახდა, გეშინოდეთ და ელოდეთ უარესს. ეს თქვენ თქვენივე წარსულისთვის, აწმყოსთვის და მომავლისთვის. ვოლინისთვის, უკრაინის ამბოხებულთა არმიისთვის, გალიციისთვის, პოლესიესთვის, ისტორიული მიწებისთვის". - ეწერა გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. 

კომენტარები