საკონსტიტუციო ცვლილებები

ჯეჯელავა ბუკიკიოს განცხადებაზე: იმედგაცრუება შეიძლება სუსტ ზმნად გამოვიყენოთ

ტაბულა

"თარგმანის ამბავია. იმედგაცრუება შეიძლება, სუსტ ზმნად გამოვიყენოთ, შეიძლება ძლიერად", - ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს განცხადებაზე ამბობს ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა. გუშინ ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ქართული ოცცნების მიერ მეორე მოსმენით მიღებულ კონსტიტუციაზე განაცხადა, რომ ის იმედგაცრუებულია იმ დოკუმენტით რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო.

"მთავარი ის არის, რომ როგორც ბატონი ბუკიკიო, ვენეციის კომისია, ასევე ჩვენი გუნდი და ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება მოინახოს კონსესუსით ვენეციის კომისიასთან და მათი მოსაზრებები აუცილებლად გასათვალისწინებელია", - ამბობს ჯეჯელავა.

"დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს პროცესი იყო ძალიან პროგრესული. ქართველები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, შეთანხმებული იყვნენ, რომ წინ წასულიყვნენ და ჩვენი მოკრძალებული რჩევითა და დახმარებით კარგი საქმე გავაკეთეთ. ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იმედს ვიტოვებ და ვიწვევ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ გამოვნახოთ კარგი კომპრომისი", - განაცხადა ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ.

კომენტარები