თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ორი - 108-ე და 236 მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.





