კოსმოსი

ელონ მასკი: მარსზე მილიონიან ქალაქს ავაშენებთ

NASA

SpaceX-ის დამფუძნებელმა მილიარდერმა ელონ მასკმა ჟურნალ The New Space-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ ის მარსზე მილიონიანი ქალაქის პროექტის განხორციელებას გეგმავს. მასკის თქმით, ათასობით მაცხოვრებლიანი ინფრასტურქტურის შექმნა მომდევნო 50 წლის მანძილზე მოხდება.

"მარსზე შედარებით სიცივეა, მაგრამ ჩვენ მისი გათბობა შეგვიძლია. მარს აქვს საკმაოდ კარგი ატმოსფერო, რომელიც ძირიადად ნახშირბადის დიოქსიდისგან შედგება, მასში არის ასვეე გარკვეული რაოდენობით აზოტი და არგონი, ეს ნიშნავს, რომ მარსზე არსებობს პირობები, რათა მასზე მცენარეულობის გაზრდა გახდეს შესაძლებელი. მარსზე ცხოვრება საკმაოდ საინტერესო იქნება, რადგანაც მასზე გრავიტაცია დედამიწის გრავიტაციის მხოლოდ 37%-ია, ეს კი ნიშნავს, რომ მარსზე საკმაოდ მძიმე ნივთების აწევა ბევრად მარტივად იქნება შესაძლებელი. დედამიწა და მარსი ერთმანეთს საკმაოდ ბევრი რამით ჰგვანან. თუ მარსს გავათბობთ მივიღებთ ოკეანეებითა და ღრუბლებით დაფარულ პლანეტას", - წერს მასკი.

მილიარდერი ინვესტორის აზრით, მარსი ადამიანთა მიერ პირველი კოსმოსური კოლონიის ჩამოყალიბებისთვის იდეალური კანდიდატია. მასკის აზრით მარსზე შექმნილი კოლონია თვითკმარი იქნება და მასზე დედამიწიდან ენერგეტიკული თუ საკვები რესურსების მიწოდება საჭირო არ იქნება. 

პროექტის მიხედვით, მარსზე პირველი გაფრენა 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება, კოლონია კი უკვე 2062 წლისთვის იქნება ჩამოყალიბებული.

ელონ მასკი საგადახდო სისტემა PayPal-ის თანადამფუძნებელი, ელექტროავტომობილების მწარმოებელი Tesla-ს დამფუძნებელი და SpaceX-ის დამფუძნებელია. მას ასევე ეკუთვნის ინოვაციური სატრანსპორტო სისტემა Hyperloop-ი. მისი ქონება $15 მილიარდადაა შეფასებული.

კომენტარები