საკონსტიტუციო ცვლილებები

ბაქრაძე უმრავლესობას: საკონსტიტუციო ცვლილებები დგას მხოლოდ თქვენს კონსენსუსზე

საქართველოს პარლამენტი
http://georgiantour.ge/

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილის პროცესში უმრავლესობა მარტო დარჩა.დღის ბოლოს ევროპულმა საქართველომაც დატოვა განხილვა პარლამენტში კითხვების დასმის და განცხადებების გაკეთების შემდეგ.

„დოკუმენტი, რომელსაც იღებთ, დგას მხოლოდ ქართული ოცნების შიგნით კონსენსუსზე" - მიმართა უმრავლესობას დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, მოხერხება უნდა, რომ სხვა ყველა კონსტიტუციის პროექტს ეწინააღმდეგებოდეს.

ბაქრაძის თქმით, სხვა ოპოზიციისგან განსხვავებით, ისინი დღეს პროცესში მონაწილეობდნენ, რადგან ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის შესახებ იყო მსჯელობა. ამიტომ, გამოხატეს პოზიცია, იდებატეს და დასვეს კითხვები.

„ჩვენ გვრჩება მხოლოდ ერთი მეთოდი - შემდეგ განხილვაში მონაწილეობის არმიღება. ვტოვებთ დარბაზს. საშუალებას მოგცემთ უმრავლესობას ერთი პარტიის ხმებით, წყნარად, მშვიდად მიიღოთ ცვლილებები, რომელსაც მხარს მხოლოდ თქვენი პარტია უჭერს საქართველოში“- მიმართა უმრავლესობას დავით ბაქრაძემ.

"სულხან-საბაში რომ მაოხრებელი გზირია, იმის მაგალითი ხართ” - პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ასე მიმართა უმრავლესობას.

„ორი ამბავი მაქვს თქვენთვის, კარგი და ცუდი. ეს ყველაფერი თქვენ არ გიშველით, ყველა შემთხვევაში გადაგირჩევენ შემდეგ არჩევნებზე. ეს გარდაუვალია, მაგრამ კარგი ამბავიც არის, ისტორიის სახელმძღვანელოებში დარჩებით იმის მაგალითად, როგორი მთავრობა არ უნდა ყავდეს ქვეყანას. დიდხანს ემახსოვრებით ყველას" - თქვა ბოკერიამ.

პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულა.

კომენტარები