საკონსტიტუციო ცვლილებები

NGO-ები: შერეული სისტემის შენარჩუნებით მმართველი გუნდი გარანტიების შექმნას ცდილობს

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, "შერეული სისტემის შენარჩუნებით, მმართველი გუნდი ცდილობს შეიქმნას გარანტიები, რომელიც ხელს შეუწყობს უპირატესობის მოპოვებაში 2020 წლის არჩევნებზე". საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ხვალ, 10:00-ზე სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ერთი პარტიის მიერ დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებაა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით (პროპორციული და მაჟორიტარული წესი) ჩატარდება. მმართველი გუნდი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და ბონუს სისტემის ამოქმედებას მხოლოდ 2024 წლისთვის აპირებს. 

კომენტარები