საარჩევნო კოდექსი

ბაქრაძე: ამ შემთხვევაში ბარიერის დაწევა ემსახურება ტკივილის შემსუბუქებას

ბარიერის დაწევა, რა თქმა უნდა, პოზიტიური იქნებოდა, ეს ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომლის გაზიარებისკენ ჩვენც მოვუწოდებდით და მოვუწოდებთ ხელისუფლებას. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბარიერი ემსახურება უბრალოდ, ტკივილის შემსუბუქებას. ანუ, იმის გამო, რომ არაფერი არ ხდება; იმის გამო, რომ პროპორციულზე გადასვლა გადავიდა 2024 წლისთვის; იმისთვის, რომ ხელისუფლებას რაიმე ჰქონდეს სათქმელი ქვეყნის გარეთ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ რაღაც გაკეთდა, ამ მიზნით არის შემოღებული ერთჯერადად ბარიერის დაწევა.

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე საარჩევნო ბარიერის შესაძლო დაწევაზე. მმართველი გუნდის წევრების თქმით, საარჩევნო ბარიერი 2020 წლისთვის ერთჯერადად, 3%-მდე დაიწევს.

კომენტარები