უბედური შემთხვევა

ადიდებულმა არაგვმა 22 წლის ახალგაზრდა გაიტაცა, ცხედარი რამდენიმე საათში იპოვეს

ადიდებულმა არაგვმა ფასანაურში 22 წლის ახალგაზრდა გაიტაცა. მისი ცხედარი მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. თვითმხილველის თქმით, ახალგაზრდა მდინარეში ხიდიდან გასაგრილებლად გადახტა, თუმცა წყლიდან ვეღარ ამოვიდა. 

რუსთავი 2-ის ცნობით, სამაშველო სამსახურის მისვლამდე, მამაკაცის პოვნას და მდინარიდან ამოყვანას ადგილობრივი მოსახლეობა უშედეგოდ ცდილობდა.

კომენტარები