ნარკოპოლიტიკა

კალაძე: ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად შესაცვლელია

ენერგეტიკის სამინისტრო

ვიცეპრემიერი კახა კალაძე "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავებას ეხაურება და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად შესცვლელია. კალაძის თქმით, თუ ამ შემთხვევაში პოლიციელის მხრიდან რაიმე გადაცდომა მოხდა, ის აუცილებლად დაისჯება.

"ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად შესაცვლელია. მოხარული ვარ, რომ პრემიერმა ამ რეფორმის დაჩქარება სთხოვა პარლამენტს. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია - არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მთავრობის წევრი, თუ ნებისმიერი მოქალაქე, როცა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან, თუნდაც ეჭვის დონეზე უშვებ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას. ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს და დარწმუნებული ვარ, რომ წარსულში დარჩება, როცა მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და პოლიციის რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რომელიც დაწყებულია. ჩვენ, საზოგადოება, სამართალდამცველებისგან, პირველ რიგში, ველით დახმარებას და სიმართლის დაცვას. ჩვენ ვენდობით მათ, ამიტომ არც ერთი კონკრეტული შემთხვევა არ რჩება ჩვენი ხელისუფლების ყურადღების მიღმა. სრულიად დაუშვებელია, რომ რომელიმე მათგანის რაიმე სახის გადაცდომამ ჩირქი მოსცხოს პოლიციელებს - ადამიანებს, რომლებიც თავისი სიცოცხლის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე. ამ ეტაპზე მიდის შიდა მოკვლევა, სტრუქტურის ხელმძღვანელობა გააკეთებს ყველაფერს, რომ თუ ვინმე დამნაშავეა ან ვინმეს გადაცდომა აქვს, ყველა ადეკვატურად დაისაჯოს", - ამბობს კალაძე.

გუშინ რეპერების დაკავების ფაქტზე განცხადება პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გაავრცელა და პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობის დაჩქარებისკენ მოუწოდა.

კომენტარები