აფგან მუხთარლის საქმე

სუს: აფგან მუხთარლის გატაცებასთან საქართველოს სპეცსამსახურს კავშირი არ აქვს

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აზერბაიჯანელი დეპუტატის, ელმან ნასიროვის, განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ცნობა იმის შესახებ, რომ აფგან მუხთარლის დაკავება აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. 

"აზერბაიჯანელი დეპუტატის ელმან ნასიროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაკავება იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი, სიმართლეს არ შეესაბამება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეპუტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და რაიმე კავშირს აფგან მუხთარლის საქმესთან კატეგორიულად უარყოფს,"- ნათქვამია განცხადებაში. 

აზერბაიჯანელი დეპუტატი ელმან ნასიროვი "რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანულ გამოცემასთან საუბრისას, ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცება საქართველო-აზერბაიჯანის სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა.

მისი თქმით, აფგან მუხთარლის საქართველოში თავის ირგვლივ შემოკრებილი ჰყავდა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც აზერბაიჯანს საფრთხეს უქმნიდნენ, შესაბამისად, აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურებს "ასეთი ნაბიჯის გადადგმა დასჭირდათ".

კომენტარები