რაგბი

თელასი: რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ელექტროენერგია ჩვენ არ გაგვითიშავს

კომპანია თელასის განცხადებით, ავჭალის სტადიონისთვის ელექტრომომარაგება მათ არ შეუწყვეტიათ.

"დღეს 21 საათსა და 15 წუთზე ავჭალის სტადიონზე რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას სტადიონზე ელექტროენერგია დროებით შეწყდა. ამასთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ კომპანია თელასის ქსელიდან სტადიონისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეფერხება გამოწვეული იყო სტადიონის შიდა ელექტროქსელში არსებული პრობლემების გამო" - აცხადებს თელასი.

ავჭალის სტადიონზე, ინგლისსა და უელსს შორის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა, როდესაც შუქი ჩაქრა. ინგლისი უელსს 24:3-ს უგებდა, როდესაც განათების პრობლემის გამო, მსაჯმა მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ელექტროენერგია რამდენიმე წუთში აღდგა და თამაშიც განახლდა.

კომენტარები