საქართველოს პატრიარქი

ილია II: მეტი სულიერება გვჭირდება, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ყოველდღე იფიქროთ მასზე

მოგეხსენებათ თქვენ, რამდენად რთულია დღევანდელი დღე მთელს მსოფლიოში, რაღაც არაჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენები, ასევე ადამიანთა და სახელმწიფოთაშორის დაპირისპირებებია, ასევე, დაპირისპირებაა საქართველოში. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა, ჩვენი ვედრება. მეტი სულიერება გვჭირდება. ჩვენ როცა გვიჭირდა, ვლოცულობდით “მოწყალებისა კარი განგვიღენ”, ახლაც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეში რამდენიმეჯერ ვთხოვოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას დახმარება, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ხშირად მიიღოთ წმინდა ზიარება, ეს ძალას მოგცემთ, ასევე, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე იფიქროთ სულიერებაზე, დროებით ცხოვრებაზე და მარადიულ ცხოვრებაზე. ერთ-ერთი ფილოსოფოსი ამბობს: ყველაზე დიდი ფილოსოფია არის ის, რომ ადამიანი მოემზადოს გარდაცვალებისთვის”, 

ინტერპრესნიუსის ცნობით, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე დღევანდელი ქადაგებისას.

კომენტარები