მელანია ტრამპი

მელანია ტრამპი G7-ის სამიტზე $51 500-იანი მოსასხამით

BACKGRID

ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ჩაცმულობაზე ბოლო დროს ბევრი დაიწერა. ის პრეზიდენტს სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტისას ახლდა. საუდის არაბეთში მას თავშალი არ ეკეთა, გამოხმაურება მოჰყვა ვატიკანში, პაპ ფრანცისკესთან სტუმრობისას მის ჩაცმულობას და თავსაბურავს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ შავი ტანსაცმლის ჩაცმა ვატიკანის პროტოკოლის ნაწილია. 

იტალიაში გამართულ G7-ის სამიტზე მელანია Dolce & Gabbana-ს 2017 წლის შემოდგომის კოლექციის 3D ყვავილებიანი მოსასხამით გამოჩნდა, რაც $51 500 ღირს. მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ პოლიტიკურ ღონისძიებებს მსგავსი ჩაცმულობა არ შეესაბამება.

კომენტარები