მელანია ტრამპი

მელანია ტრამპის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო მერილენდის შტატში ენდრიუსის ავიაბაზაზე ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. 

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს პირველი ლედი ფილადელფიაში მიფრინავდა. 

აფრენიდან 10 წუთში, თვითმფრინავის სალონი დაკვამლიანდა, ხოლო უსაფრთხოების სამსახურმა, მელანია ტრამპი პილოტის კაბინაში შეიყვანა, რათა ვითარება გაერკვია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები