ეგვიპტე

ეგვიპტეში კოპტი ქრისტიანების ავტობუსზე თავდასხმას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა

AP

ეგვიპტეში კოპტი ქრისტიანების ავტობუსზე თავდასხმას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსს ცეცხლი ერთმა ადამიანმა გაუხსნა.

თავდასხმა მინიას პროვინციაში მოხდა, რომელიც კაიროდან 220 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ავტობუსი წმიდა სამუელის სახელობის მონასტერში მიდიოდა.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ თვეებში, ეგვიპტეში, კოპტ ქრისტიანებზე მომხდარი თავდასხმების უკან ე.წ. ისლამური სახელმწიფო იდგა.

კომენტარები