ტერაქტი

პრემიერი: თანაგრძნობას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის მთავრობას და ინგლისელ ხალხს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

"მწუხარებას გამოვთქვამ ინგლისში, მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ინგლისელ ხალხს. ჩვენ მთელი გულით ვდგავართ მათ გვერდით ამ განსაცდელის დროს.

გამოვთქვამ რწმენას, რომ ცივილიზებული მსოფლიო სულ უფრო მეტად გაააქტიურებს მოქმედებას ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ, საერთო ძალებით, მივაღწევთ მშვიდობას მთელ მსოფლიოში," - ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.

მანჩესტერ არენაზე, ამერიკელი პოპ-მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დროს მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა. ვარაუდობენ, რომ თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. 

ბრიტანეთის პრემიერის ტერეზა მეის თქმით, მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავენ. დადასტურების შემთხვევაში, ბრიტანეთისთვის ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმა იქნება 2005 წლის ლონდონის მეტროს ტერაქტების შემდეგ.

კომენტარები