ტერაქტი

ავღანეთში Save the Children-ის ოფისს თავს დაესხნენ, დაღუპულია 2 ადამიანი

reuters

ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში საქველმოქმედო ფონდის - Save the Children - ოფისს თავს დაესხნენ. მომხდარის გამო, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, დაახლოებით სამმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ოფისის შესასვლელთან მანქანა ააფეთქა, შემდეგ კი, ოფისში შეიჭრა, რასაც ავღანეთის თავდაცვის ძალებთან შეტაკება მოჰყვა.  

მთავრობის განცხადებით, შეტაკება ამ დროისთვისაც გრძელდება და სულ მცირე ერთი თავდამსხმელია მოკლული.

ჯერჯერობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.

საქველმოქმედო ფონდი Save the Children 1976 წლიდან არსებობს ავღანეთში. ორგანიზაცია ათასობით ბავშვს განათლებით, ჯანდაცვითა და აუცილებელი პროდუქტებით უზრუნველყოფს.

კომენტარები