სტიქია

დავითაშვილი: სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება

ტაბულა

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო სტიქიით დაზარალებულ გლეხებს „ვერ და არ დაეხმარება“. დავითაშვილის კომენტარს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

დავითაშვილს მიაჩნია, რომ ერთჯერადი დახმარებების ნაცვლად, ინვესტიციები „სექტორის გასაძლიერებლად“ უნდა ჩაიდოს.

“სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება. არ უნდა იყოს ცრუ მოლოდინები, არ იქნება არანაირი კომპენსაცია. მაშინ, როდესაც აგროდაზღვევის ინსტრუმენტი მოქმედებს, ასეთი ერთჯერადი ჩარევები არასამართლიანია. მილიონობით ზარალის ანაზღაურების ფუფუნება ბიუჯეტს არ აქვს.”,- ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

საქართველოს რეგიონებში უამინდობის გამო დაიტბორა სახლები და განადგურდა მოსავალი. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით შიდა ქართლი დაზიანდა, მთლიანობაში კი 38 ათასი ჰექტარი დაზიანდა.

კომენტარები