ზღვის პროდუქტები

რისგან მზადდება კიბორჩხალის ჩხირები

businessinsider.com

კიბორჩხალის ჩხირები, ანუ იმიტირებული კიბორჩახალა, არის ზღვის პროდუქტის ნაირსახეობა, რომლის ინგრედიენტებშიც კიბორჩხალა საერთოდ არ შედის.

სინამდვილეში აღნიშნული პროდუქტის მთავარი შემადგენელი ინგრედიენტია თევზის პასტა - სურიმი. სურიმი მზადდება სხვადასხვა დასახელების მთლიანი თევზებისგან, რომლებიც ინდუსტრიული ბლენდერის მეშვეობით ერთგვაროვანი პასტის კონსისტენციამდეა მიყვანილი. სურიმიში შედის სხვადასხვა სახის არომატიზატორები, სტაბილიზატორები და სახამებელი. 

კიბორჩხალის ჩხრირების ინგრედიენტებია: სურიმი, სახამებელი, შაქარი, კვერცხის ცილა, საღებავი და კიბორჩხალის არომატიზატორები. ამ ინგრედიენტების გამო აღნიშნული პროდუქტის საკვები ღირებულება რეალურ კიბორჩახალასთან შედარებით გაცილებით დაბალია, თუმცა, მისი ფასიც რეალურ კიბორჩხალასთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია. სურიმისგან ასევე მზადდება იმიტირებული კალმარები და იმიტირებული თევზის ფილე. ზოგიერთ ქვეყანაში სურიმის შემცველი კიბორჩხალის ჩხირების ბრენდირება, როგორც კიბორჩხალის პროდუქტის გაყიდვა, აკრძალულია. 

სწორედ მიმზიდველი ფასის გამო აღნიშნული პროდუქტი მთელ მსოფლიოშია პოპულარული. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში გასულ წელს რეალურ კიბორჩხალასთან შედარებით გაცილებით მეტი სურიმი მოიხმარეს. 

ქვეყანაში სურიმის იმპორტმა გასულ წელს $780 ათასი დოლარი შეადგინა. სურიმის იმპორტი მაქსიმალური 2014 წელს იყო, როდესაც მან $933 ათასი შეადგინა. 

კიბორჩხალის ჩხირებს ძირითადად სუშისა და სალათების მომზადებაში იყენებენ. 

კომენტარები