თავდასხმა ლაშა თორდიაზე

ბოკერია თორდიაზე: ეს მძიმე სურათი არის ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი

უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი, იმედი გვქონდეს, რომ საგამოძიებო ორგანოები რამეს გააკეთებენ. ეს სამარცხვინო და ძალიან მძიმე სურათი არის შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც ივანიშვილი ატარებს - დაუსჯელობის, ძალადობის, კორუფციის, ამ ყველაფერმა მიგვიყვანა აქამდე. ეს არ არის ერთი შემთხვევის პრობლემა, ეს არის პრობლემა, საით მიაქანებს ეს მთავრობა ქვეყანას და ამიტომ არის, ძალიან მნიშვნელოვანი, შევცვალოთ ეს მთავრობა დემოკრატიულად და ახლა - მაქსიმალური ფასი დავუჯინოთ ეს ამბავი. პარლამენტის საგამოძიებო კომისია არის ამის ერთ-ერთი გზა.

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია აუდიტის სამსახურის უფროს ლაშა თორდიაზე თავდასხმის შესახებ.

კომენტარები