ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 23%-ს ჰგონია, რომ საქართველო NATO-ს წევრია.
კითხვაზე, "სწორია თუ არ არის სწორი, რომ საქართველო ამჟამად არ არის NATO-ს წევრი", 71% პასუხობს, რომ "სწორია", ხოლო 23% - არ არის სწორი. გამოკითხულთა 5%-მა არ იცის.
ფოტო: NDI
გარდა ამისა, გამოკითხულთა 29% ფიქრობს, რომ NATO ალიანსის წევრად მხოლოდ ევროპულ ქვეყნებს იღებს, 17%-ის აზრით კი, NATO, პირველ რიგში, ეკონომიკური გაერთიანებაა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.7%-ია.