ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, ქართული ოცნების მხარდამჭერთა მესამედი არ არის დარწმუნებული, რომ მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველაფერს აკეთებს.

ამასთან, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 28% თვლის, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. მათი უმრავლესობა 55-ს ზემოთ ასაკის არიან.
სატელეფონო გამოკითხვა 17-23 მარტს, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ცნობით, კვლევა 1 032 დასრულებული ინტერვიუს მოიცავს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.
კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.
NDI-ის ცნობით, კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.