მუსიკა

2-წლიანი პაუზის შემდეგ National-ის ახალი ალბომი 2017 წლის მეორე ნახევარში გამოვა

The National ახალ, მეშვიდე ალბომს Sleep Well Beast გამოუშვებს. ინტერნეტში კი ალბომის ერთერთი სიმღერა The System Only Dreams in Total Darkness გამოჩნდა.

Sleep Well Beast გაყიდვაში 8 სექტემბრიდან გამოვა. წინასწარ ალბომის გამოწერა შეგიძლიათ ბმულზე.

ცნობისთვის, ჯგუფმა ბოლო ალბომი ისლანდიელ მუსიკოს რაგნარ კიარტანსონთან ერთად - A Lot of Sorrow 2015 წელს გამოუშვა. A lot of Sorrow ერთსიმღერიანი პერფორმანსია მუზეუმში, სადაც ჯგუფის წევრები ისლანდიელ მუსიკოსთან ერთად - Sorrow-ს 6 საათი უკრავენ.

კომენტარები