
ფოტო: Getty Images
საფრანგეთის 39 წლის ლიდერი ამბობს, რომ შუმანის მუსიკაში ის "ხედავს იმ გრძნობებსადა ემოციებს, რომლებსაც სხვაგან ვერსად პოულობს", ლისტის ნაწარმოებებს კი აღწერს, როგორც "თანამედროვეობისა და დიდი ტრადიციების საინტერესო შერწყმას".
მაკრონი 10 წლის მანძილზე სწავლობდა მუსიკას, თინეიჯერობისას მისი პედაგოგები ფიქრობდნენ, რომ ის წარმატებული პიანისტი გამოვიდოდა.
ემანუელ მაკრონმა არჩევნების მეორე ტურში ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი ხმათა 66%-ით დაამარცხა. მაკრონის ხმა საფრანგეთის 20.7-მა მილიონმა მოქალაქემ მისცა.




