საფრანგეთის არჩევნები

მაკრონი თუ ლე პენი - საფრანგეთი პირველ ქალ ან ყველაზე ახალგაზრდა ლიდერს ირჩევს

საფრანგეთის მოქალაქეები დღეს ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ. ისინი არჩევანს ყოფილ საინვესტიციო ბანკირს, ლიბერალ ცენტრისტ 39 წლის ემანუელ მაკრონს და ულტრა მემარჯვენე ნაციონალისტ მარინ ლე პენს შორის აკეთებენ. არჩევნები ხმაურიან და მოულოდნელობებით სავსე კამპანიას აგვირგვინებს. არცერთი კანდიდატი მეინსტრიმ პარტიას არ წარმოადგენს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, მაკრონი ლიდერობს. თუმცა, ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ არ აპირებს არჩევნებზე ხმის მიცემას, რამაც მაკრონი შეიძლება დააზარალოს, ვინაიდან ლე პენის მოტივირებული მხარდამჭერები არჩევნებზე მივლენ.

ხმის მიცემა საფრანგეთის დროით 20 საათზე შეწყდება. უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია - პროცესს 50 ათასი სამართალდამცავი იცავს.

კანდიდატებს რადიკალურად განსხვავებული პლატფორმა აქვთ. მაკრონი ევროკავშირის მხარდამჭერი და ბიზნესსა და ეკონომიკაზე ორიენტირებული კანდიდატია. მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პლატფორმა - საფრანგეთი უპირველეს ყოვლისა, კი ანტიიმიგრაციული და ევროკავშირის მოწინააღმდეგეა.

ლე პენი რუსეთის მოკავშირეა. მაკრონი კი რუსეთის კიბერ შეტევების და დეზინფორმაციის კამპანიის სამიზნეა.

კომენტარები