საქართველოს კონსტიტუცია

კობახიძე: პრეზიდენტის 100%-იანი ძალაუფლება 0.3%-მდე დავიდა და არსებითად ვერ შევცვლით

როგორც არ უნდა გადასიჯოთ კონსტიტუცია, შეუძლებელია პრეზიდენტის კოპეტენციების არსებითად გაზრდა ან შემცირება იმიტომ, რომ ამ კუთხით პრინციპული ცვლილება კონსტიტუციაში შევიდა 2010 წელს. როდესაც განისაზღვრა, რომ ერთადერთი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას არის საქართველოს მთავრობა. უხეშად რომ ვთქვათ, პრეზიდენტს ჰქონდა 100%-იანი ძალაუფლება 2010 წლის ცვლილებების განხორციელებამდე და ეს 100%-იანი ძალაუფლება დავიდა დაახლოებით 0.3%-მდე. ანუ ასეთი რადიკალური ცვლილება განხორციელდა 2010 წელს იმ ოპონენტების მიერ, რომლებიც დღეს პრეზიდენტის კომპეტენციების შეზღუდვაზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრობენ. 100%-იანი ძალაუფლება დავიდა 0.3%-მდე. ეს 0.3% რაღაც ცვლილებებით შეგიძლია აწიო 0.4%-მდე ან ჩამოწიო 0.2%-მდე.

პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

კომენტარები