საქართველოს კონსტიტუცია

კობახიძე: ოპოზიციის იურიდიული და პოლიტიკური კვალიფიკაციის დონე არის უაღრესად დაბალი

გერმანული მოდელი ცალსახად არის არაკონსტიტუციური. სწორედ ამ საფუძვლით მივიღეთ გადაწყვეტილება, არ გაგვეგრძელებინა განხილვა. ეს კანონპროექტი არის წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან საქართველოს პარლამენტში, ამასთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული დისკუსია, აპარატმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო, კერძოდ, დარეგისტრირდა ეს კანონპროექტი და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი განცხადებები იმის თაობაზე, თითქის აპარატში გაიარა ამ დოკუმენტმა კონსტიტუციურობის ტესტი, ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთში ურევს საქართველოს პარლამენტის აპარატს და საკონსტიტუციო სასამართლოს, ბუნებრივია, ვერ იქნება ვერავითარ შემთხვევაში რაიმე ხაზის განმსაზღვრელი ქართულ პოლიტიკაში, ეს აჩვენებს მათი იურიდიული განათლების დონეს ისევე როგორც გერმანული მოდელის შეთავაზება, ასევე ეს განცხადება, თითქოს პარლამენტის აპარატი და მისი იურიდიული დეპარტამენტი არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

ეს მიმანიშნებელია იმის, რომ მათ იურიდიული და პოლიტიკური კვალიფიკაციის დონე არის უაღრესად დაბალი, რაც ძალიან სამწუხაროა, საქართველოს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია და დარწმუნებული ვარ, თანდათანობით ჩვენ ამ შედეგამდე მივალთ

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე, რომელიც ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის ქართული ვარიანტია. ცნობისთვის, იურიდიული კომიტეტის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ოპოზიციის კანონპროექტის განხილვის დაწყება. ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, პრაქტიკის მიხედვით, იურიდიული დეპარტამენტი კანონპროექტის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი უარყოფით დასკვნას წერს და არ აგზავნის განსახილველად. ხელისუფლება ოპოზიციის მომზადებულ კანონპროექტს არაკონსტიტუციურს უწოდებს იმის მიუხედავად, რომ არაერთმა კონსტიტუციონალისტმა დაადასტურა კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობა. დოკუმენტი ომბუდსმენმა შეფასებისთვის ეუთო/ოდირს გადაუგზავნა.

კომენტარები