ქართული ფეხბურთი

ქუთაისის ტორპედო 600 000 ლარად შეფასდა

sportall.ge-ის ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ქუთაისის ტორპედო 600 000 ლარად შეაფასა. აუქციონზე საწყისი ფასი სწორედ ეს იქნება.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, ტორპედოს შეძენა ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას სურს, რომელიც ქუთაისში უფასო აკადემიის აშენებას გეგმავს. ამასთან, მზადაა, კლუბი წლიურად 500 000 ლარით დააფინანსოს.

კომენტარები