საზოგადოებრივი მაუწყებელი

GPB-მ განაცხადების მიღება დაასრულა, 153 პროექტიდან საბოლოოდ 9 გადაცემა უნდა შეირჩეს

ტაბულა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა. სულ 153 განაცხადი შევიდა.

კონკურსი 3 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. 9 გადაცემა 12-კაციანმა კომისიამ უნდა შეარჩიოს. კომისიას საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების დირექტორი პაატა ქურდაძე უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში შედიან:

  • დრამატურგი - თამარ ბართაია;
  • სოციოლოგი - იაგო კაჭკაჭიშვილი;
  • მედიაკრიტიკოსი - დავით ბუხრიკიძე;
  • სცენარისტი, რეჟისორი - სოფო ბაბლუანი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორი - თეო მაზმიშვილი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი რუსუდან მანჯგალაძე;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი კოტე ჯანდიერი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმოების დეპარტამენტის უფროსი თემურ გოგოლაძე;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური გაფორმების სამსახურის უფროსი კახაბერ ბუხრაშვილი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის კვლევისა და ანალიტიკის სამსახურის სოციოლოგი რუსუდან ახვლედიანი;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის ონლაინ მედია ხელმძღვანელი თამარ კაციტაძე;

ის აპლიკანტები, რომლებიც კონკურსის პირველ ტურს წარმატებით გადალახავენ, მაისის დასაწყისში კომისიის წინაშე პროექტის პრეზენტაციას გამართავენ. მესამე ტური კი, გადაცემის პილოტის მომზადებას ითვალისწინებს. კონკურსში გამარჯვებული პროექტები ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამოქმედო გეგმა 7 მარტს, სამეურვეო საბჭომ ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. გეგმის მიხედვით, 17 ივლისამდე შენარჩუნდება არსებული საეთერო ბადე. განახლებული საეთერო ბადისთვის კი, კონკურსი ტარდება. კონკურსი არ შეეხება საინფორმაციო გამოშვებებს. 

კომენტარები