მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

მიშველაძე: ევროპული საქართველოს ინიციატივა პლებისციტზე უდაოდ საინტერესო იდეაა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"ტაბულას" შეკითხვას, რას ფიქრობს პრეზიდენტი მარგველაშვილი "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ინიციატივაზე, რომ პრეზიდენტის არჩევის წესისა და საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ჩატარდეს პლებისციტი, ეკა მიშველაძემ უპასუხა, რომ პრინციპულ საკითხებზე პლებისციტის ჩატარება საინტერესო იდეაა. 

"იდეა უდაოდ საინტერესოა, ზოგადად, ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო კონსენსუსს და საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობით უნდა ხდებოდეს. სწორედ ამ თვალსაზრისით, პრინციპულ საკითხებზე პლებისციტის ჩატარება, მიგვაჩნია, რომ მართლაც ძალიან საინტერესო იდეაა,"- განაცხადა მიშველაძემ. 

კომენტარები