საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტა "სეკრეტ სანტას" პროექტზე: რამდენიმე გზავნილი დაიკარგა

საქართველოს ფოსტის განცხადებით, საახალწლო კამპანიის - "სეკრეტ სანტა" მიმდინარეობისას, რამდენიმე გზავნილი დაიკარგა.

"სამწუხაროდ, ზღაპრული „გრინჩი“ რეალობაში გვეწვია. დაიკარგა რამდენიმე გზავნილი და ვითარების გამოსავლენად საქმეში ჩაერთნენ სამართალდამცავები. ამის გამო, რამდენიმე შესაძლო დაზარალებულს უკავშირდებიან, რათა დადგინდეს დაკარგული გზავნილების შესახებ დეტალები" - აცხადებს საქართველოს ფოსტა.

“საიდუმლო სანტა” საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის ერთობლივი საახალწლო პროექტი იყო. მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. პროექტის მონაწილეები უცნობ ადამიანებს უგზავნიდნენ საჩუქრებს. ნივთების უფასოდ ტრანსპორტირება საქართველოს ფოსტას ევალებოდა. 

კომენტარები