კონტრაბანდა

25 989 კოლოფი უაქციზო სიგარეტის საზღვარზე გადატანის მცდელობისას, ორი პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის საზღვარზე გადაზიდვის ბრალდებით, ორი პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულებს "უპრეცედენტო რაოდენობის" სიგარეტი გადაჰქონდათ. 

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსით, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო გამშვები პუნქტი, "სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაზიდეს 25 989 კოლოფი უაქციზო სიგარეტი "Master"-ი. ბრალდებულები საზღვრის კვეთის დროს დავაკავეთ, ხოლო კონტრაბანდული თამბაქო ნივთმტკიცების სახით ამოვიღეთ" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები