ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით 1.8 თეთრით, ევროსთან კი 2.2 თეთრით გამყარდა

wikimedia.org

ლარი დღეს გამყარდა, ოფიციალური კურსის მიხედვით ლარი დოლართან 1.8 თეთრით გამყარდა. ახალი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.39 გახდა. ევროსთან მიმართებით კი ლარი 2.2 თეთრით გამყარდა, ერთი ევროს ღირებულება 2.53 ლარი გახდა. დღესვე ეროვნულმა ბანკმა პირველი სავალუტო აუქციონი გამართა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 2017 წლის მანძილზე პირველი სავალუტო აუქციონი ჩაატარა. ბანკმა დღეს $10 მილიონი დოლარი შეისყიდა. 

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - ყიდულობს.

ეროვნულმა ბანკმა 2016 წელს სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

კომენტარები