რუსთავი 2-ის საქმე

კობახიძე რ2-ზე: მათ შორის პრეზიდენტი ცდილობდა გავლენის მოხდენას სტრასბურგზე

იყო კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და სხვა სუბიექტები, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. შესაბამისი წერილებიც გააგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა და ბუნებრივია, ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, თუმცა მიზანი იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

კომენტარები