ტურიზმი

ტურიზმის კონკურენტუნარიანობით საქართველო 136 ქვეყანას შორის 70-ე ადგილზეა

ბათუმი
georgia.travel

World Economic Forum-ის ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში საქართველოს პოზიცია 1 ადგილით გაუმჯობესდა, რის შედეგადაც ქვეყანამ 70-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს მიერ მიღებული ქულა მაქსიმალური 7-დან 3.7-ია.

2017 წელს საუკეთესო ტურისტულ დანიშნულებად ესპანეთი დასახელდა, მოერე ადგილზე საფრანგეთი, მესამეზე კი გერმანია გავიდა. ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსი მრავალი კომპონენტისგან შედგება, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ბიზნესგარემო, საბანკო გადახდის პუნქტების რაოდენობა, ქვეყნის უსაფრთხოება და სხვა.

ინდექსის კომპონენტების მიხედვით საქართველოს პოზიციები ასე გამოიყურება:

  • ბიზნესგარემო - მსოფლიოში 22-ე ადგილი
  • უსაფრთხოება - მსოფლიოში 29-ე ადგილი
  • ჯანმრთელობა და ჰიგიენა - მსოფლიოში 36-ე ადგილი
  • მუშახელი - მსოფლიოში 51-ე ადგილი
  • ტექონოლოგიური განვითარება - მსოფლიოში 67-ე ადგილი
  • ტურიზმი პრიორიტეტებს შორის - მსოფლიოში 41-ე ადგილი
  • საერთაშორისო გახსნილობა - მსოფლიოში 66-ე ადგილი
  • ფასების კონკურენტუნარიანობა - მსოფლიოში 66-ე ადგილი
  • საავიაციო ინფრასტრუქტურა - მსოფლიოში 90-ე ადგილი
  • საგზაო ინფრასტრუქტურა - მსოფლიოში 63-ე ადგილი
  • ტურისტული ინფრასტრუქტურა - მსოფლიოში 70-ე ადგილი
  • ბუნებრივი რესურსები - მსოფლიოში 106-ე ადგილი
  • ბიზნესტურიზმი - მსოფლიოში 81-ე ადგილი

საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა შემდეგ კრიტერიუმებში ბიზნეს გარემო - 136 ქვეყანას შორის 22-ეადგილი (5,26 ქულა), უსაფრთხოება - 29-ე პოზიცია (6,01 ქულა), ინფორმაციული და კომუნიკაციებისტექნოლოგიური მზაობა - 67-ე პოზიცია (4,45 ქულა), მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროს პრიორიტეტი - 41-ე პოზიცია (4,90 ქულა), გარემო მდგრადობა - 42-ე პოზიცია (4,42 ქულა), საჰაერო ტრანსპორტი - 90-ე პოზიცია(2,20 ქულა), სახმელეთო და საპორტო ინფრასტრუქტურა - 63-ე პოზიცია (3,28 ქულა), ბუნებრივი რესურსები - 106-ე პოზიცია (2,39 ქულა), კულტურული რესურსები და ბიზნეს მოგზაურობა - 81-ე პოზიცია (1,56 ქულა).

პოზიციები გაუარესდა შემდეგ კრიტერიუმებში: ჯანმრთელობა და ჰიგიენა - 36-ე ადგილი (6,10 ქულა),ადამიანური რესურსები - 51-ე პოზიცია (4,78 ქულა), საერთაშორისო გახსნილობა - 66-ე პოზიცია (3,13 ქულა),ტურისტთა მომსახურების ინფრასტრუქტურა - 70-ე პოზიცია (4,03 ქულა). უცვლელი დარჩა ფასებისკონკურენტუნარიანობა - 66-ე პოზიცია (4,90 ქულა).

ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსი ყოველ 2 წელში ერთხელ ახლდება.

კომენტარები