საგარეო ვაჭრობა

დღეისთვის განუბაჟებლად მაქსიმუმ $124-ის ღირებულების საქონლის გამოწერაა შესაძლებელი

Amazon

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, გამოწერილი საქონლის ღირებულება, რათა ის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდეს არ უნდა აღემატებოდს 300 ლარს. ეს რიცხვი კი დღეისთვის მხოლოდ $124 დოლარს შეადგენს, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ვინც e-commerce საიტებს ხშირად იყენებს პროდუქციის შესაძენად დამატებითი გადასახადების გადახდა უწევთ. ლარის გაუფასურებამდე განუბაჟებლად $175-ზე მეტი ღირებულების საქონლის გამოწერა იყო შესაძლებელი.

ევროპულმა საქართველომ - მოძრაობა თავისუფლებისთვის პარლამენტში დაარეგისტრირა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც 300 ლარიანი ზღვარი 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში საქონლის ღირებულება, რომლის გადასახადების გარეშე გამოწერაც ხდება შესაძლებელი დღევანდელი კურსით $207 დოლარია. თუმცა აღნიშნულ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა და ფინანსთა სამინისტრო ეწინააღმდეგებიან. 

ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ზღვრის 500 ლარამდე აწევა ქვეყანაში იმპორტის მოცულობას გაზრდის, რაც თავისმხრივ ეროვნული ვალუტის კურსზე ნეგატიურად აისახება. 

კომენტარები