ნარკოდანაშაული

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში შემოტანისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული 22,83 გრამი კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,7271 გრამ ჰეროინს შეიცავს.

"ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თ.მ. დაკავებისას ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს უწყება.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები