საქართველო-თურქეთის ურთიერთობა

თურქეთის ელჩი: ბათუმი და აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, ეს არ შეიცვლება

სამი წელია, საქართველოში ვარ და საუბედუროდ, ამ შეკითხვის მოსმენა იმდენად ხშირად მიწევს, რომ ეს უკვე უსიამოვნო სიურპრიზად იქცა. ასე რომ, კიდევ ერთხელ განვმარტავ: თურქეთს არანაირი ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს ქართულ მიწაზე! ერთი გოჯი ქართული მიწაც კი არ გვინდა, აჭარისა და ბათუმის ჩათვლით! ყარსის ხელშეკრულება უდავოდ გაგრძელდა და მას სრულ პატივისცემას ვუცხადებთ - ყარსის ამ ხელშეკრულების მიხედვით კი ბათუმი და აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. და ეს არასოდეს შეიცვლება! მორჩა და გათავდა.

თურქეთის ელჩი საქართველოში ზეკი ლევენთ გუმრუქჩუ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში, კითხვაზე - "დროდადრო, ხდება აპელირება, რომ თურქეთს გარკვეული ტერიტორიალური პრეტენზიები აქვს აჭარაზე, რომ მაგალითად, თუ აჭარას ავტონომიური სტატუსი აღარ ექნება, თურქეთს უფლება ექნება, ჯარები შეიყვანოს და ა.შ. სინამდვილეში როგორაა საქმე?"

კომენტარები