საქართველო-თურქეთის ურთიერთობა

ერდოღანს ბათუმის რეფერენდუმზე არაფერი უთქვამს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორი დღის წინ თურქეთის ქალაქ რიზეში თავისი სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო წელი გახსნა. ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას მან სირიასა და ერაყში განვითარებულ მოვლენებსა და თურქეთის მეგობარ ქვეყნებზე ისაუბრა. ერდოღანმა ახსენა ე.წ. ეროვნული აღქმის (Misak-ı Millî) საზღვრები და ამ საზღვრებში შემავალ ტერიტორიებზე საუბრისას ახსენა ბათუმიც. ერდოღანს ბათუმთან მიმართებით რეფერენდუმის შესახებ არაფერი უთქვამს, როგორც ამას ქართული პრესის ნაწილი ბოლო დღეებია, აშუქებს.

"ხშირად გვეკითხებიან, რატომ ინტერესდებით ერაყით, სირიით, საქართველოთი, ყირიმით, ყარაბაღით, აზერბაიჯანით, ბალკანეთით და ჩრდილო აფრიკით? არცერთი ეს ადგილი ჩვენთვის უცხო არაა, რიზეს და ბათუმის ერთმანეთისგან განცალკევება შესაძლებელია? როგორ შეიძლება, ედირნესა და სალონიკზე ცალ-ცალკე ვიფიქროთ? როგორ შეიძლება, ვიფიქროთ, რომ გაზიანთეფსა და ალეპოს, მარდინსა და ჰასაკას, სიირთსა და მოსულს ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ? ჰათაიდან მაროკომდე სადაც არ უნდა წახვიდეთ, მთელს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში აუცილებლად ნახავთ რაიმეს ჩვენი დანატოვარიდან", - თქვა ერდოღანმა.

კომენტარები