სავალუტო რეზერვები

ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები მარტში $53 მილიონით გაიზარდა

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მარტში სავალუტო რეზევები $53 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც 2.1%-იან მატებას წარმოადგენს. არსებული მდგომარეობით, ოფიციალური რეზერვების მოცულობა $2.64 მილიარდია. აქედან, 1.8 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 790 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.

2016 წლის მანძილზე სავალუტო რეზერვები $353 მილიონით გაიზარდა, რაც 16%-იან მატებას წარმოადგენს.

რეზერვების მოცულობის არსებული მაჩვენებელი პიკურ პერიოდს - 2013 წლის ოქტომბერს 10%-ით ჩამოუვარდება, მაშინ სავალუტო რეზერვები დაახლოებით $2.9 მილიარდს შეადგენდა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კლასიფიკაციით, ქვეყნების სავალუტო რეზერვები მათი სამი თვის იმპორტის მაჩვენებლებზე ნაკლები არ უნდა იყოს, რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით $1.8 მილიარდია.

კომენტარები