ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია ისევ გაუფასურებით შეიცვალა. 5 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 0.5 თეთრით გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი დოლარი 2.4276 ლარი ღირს.
ლარი დღესვე ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა, კურსი რომელიც დღეს მოქმედებდა 2.5765 ლარს შეადგენდა, ახალი კურსით კი ერთი ევრო 2.59 ლარი ღირს. ევროსთან გაუფასურებამ 1.35 თეთრი შეადგინა.





