IRI-ის კვლევა

IRI: უმრავლესობისთვის მთავარი პრობლემა უმუშევრობა და ეკონომიკური კრიზისია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. 

კითხვაზე, რა არის მთავარი პრობლემები, რომელიც თქვენი შიდა მეურნეუობის პირობებში აწყდებით გამოკითხულთა უმრავლესობა უმუშევრობას, ეკონომიკურ კრიზისსა და დაბალ ხელფასებს ასახელებს.

მოსახლეობის 42% აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობა, ხოლო 15% - ისთვის ეკონომიკური კრიზისია. დაბალი ხელფასები მთავარ პრობლემად მოსახლეობის 6 %-ს მიაჩნია.

22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში პირისპირი ინტერვიუს საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1501 სრულწლოვანი მოქალაქე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. საველე სამუშაოები ორგანიზაცია IPM-მა ჩაატარა. ცდომილება +/-2.5%-ია.

კომენტარები