საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი(IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.
კითხვაზე, რა გაშფოთებს ყველაზე მეტად ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, გამოკითხულთა უმრავლესობა ომის საფრთხეს, შიდა არეულობასა და მძიმე ეკონომიკური ვითარებას ასახელებს.
22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში პირისპირი ინტერვიუს საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1501 სრულწლოვანი მოქალაქე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. საველე სამუშაოები ორგანიზაცია IPM-მა ჩაატარა. ცდომილება +/-2.5%-ია.





