IRI-ის კვლევა

IRI: ხელისუფლების მარცხი - შეუსრულებელი დაპირებები და ეკონომიკური კრიზისი

41.ge

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI) გამოკითხვის მიხედვით, მოქმედი ხელისუფლების სამი უმთავრესი მარცხი შეუსრულებელ დაპირებებში, ეკონომიკური კრიზისსა და ინფლაციაშია.

სამ ძირითად მიღწევას შორის კი, მოსახლეობის უმრავლესობამ ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრა, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია და სოფლის მეურნეობის პრობლემების მოგვარება დაასახელეს.

22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში პირისპირი ინტერვიუს საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1501 სრულწლოვანი მოქალაქე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. საველე სამუშაოები ორგანიზაცია IPM-მა ჩაატარა. ცდომილება +/-2.5%-ია.

კომენტარები