საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI)-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობას პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მეტად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსწონს (67%).
მეორე ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო (65%), მას მოსდევს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი (55%), ხოლო მეოთხე ადგილზეა მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე (50%).
მეხუთე ადგილზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 48 %-ს მოსწონს, ხოლო მეექვსე ადგილზე ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი 39 %-ს მოსწონს. მას მოსდევს ვიცეპრემიერი კახა კალაძე 37 %-ით.
22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში პირისპირი ინტერვიუს საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1501 სრულწლოვანი მოქალაქე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. საველე სამუშაოები ორგანიზაცია IPM-მა ჩაატარა. ცდომილება +/-2.5%-ია.





