IRI-ის კვლევა

IRI: 56% - ბოლო წელია, ჩემი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, 6% - გაუმჯობესდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI)-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 6% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა, 56%-ის თქმით კი, გაუარესდა.

პასუხზე უარი 1%-მა თქვა.

22 თებერვლიდან 8 მარტის პერიოდში პირისპირი ინტერვიუს საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1501 სრულწლოვანი მოქალაქე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. საველე სამუშაოები ორგანიზაცია IPM-მა ჩაატარა. ცდომილება +/-2.5%-ია.

კომენტარები